გაყიდვების არხები

გაყიდე ყველგან, სადაც ადამიანები ათვალიერებენ,
ეძებენ და ყიდულობენ

იპოვე მილიონობით ახალი მომხმარებელი, გაყიდე პროდუქტები ყველგან
და მართე ყველაფერი Shopify-დან.

გამოსცადე Shopify უფასოდ 3 დღის განმავლობაში, საკრედიტო ბარათი არ არის საჭირო.

Shopify-ს ადმინისტრატორის პანელის აბსტრაქტული ხედი. ფანჯრის მარცხენა ნაწილზე დადებულია TikTok-ის დასპონსორებული ვიდეო და Google-ის რეკლამა. ორივეზე ნაჩვენებია გასაყიდი იასამნისფერი ჭიქა. ფანჯრის გარშემო დადებულია მცირე ლოგოები: Marketplace Connect, Instagram, YouTube, TikTok, Google Ads, Amazon და eBay.
მარკეტფლეისები 

დაუკავშირე შენი პროდუქტების კატალოგი წამყვან ონლაინ მარკეტფლეისებს, როგორიცაა Amazon, Walmart, eBay და სხვა.

სოციალური მედია 

აქციე გამომწერები მომხმარებლებად Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე.

ონლაინ ძიება 

აჩვენე შენი პროდუქტები ყველას, ვინც მათ Google-ის პლატფორმებზე ეძებს.

მარკეტფლეისები

დაუკავშირდი საყიდლად მზადმყოფ მომხმარებლებს

დაასინქრონიზე პროდუქტების კატალოგი წამყვან მარკეტფლეისებთან, შემდეგ კი მარტივად მართე და შეასრულე თითოეული შეკვეთა ერთ ცენტრალურ ადგილას.

Amazon
მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების მიერ სანდოდ მიჩნეული: განავითარე ბიზნესი მძლავრი და ეკონომიური ინსტრუმენტებითა და პროგრამებით.
Walmart
დაუკავშირდი ლოიალური მომხმარებლების მზა აუდიტორიას აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მარკეტფლეისზე.
eBay
აჩვენე შენი პროდუქტები მილიონობით ახალ მყიდველს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და დიდი ხნის ისტორიის მქონე ონლაინ მარკეტფლეისზე.

Shopify Marketplace Connect

საუკეთესო მარკეტფლეისები
ერთ სივრცეში

გამოიყენე Shopify Marketplace Connect შენი პროდუქტების კატალოგის წამყვან ონლაინ მარკეტფლეისებთან დასასინქრონიზებლად. მართე მარაგი რეალურ დროში სინქრონიზაციით, შეასრულე შეკვეთები და გაზომე არხების ეფექტურობა უშუალოდ Shopify-დან.
სურათზე ნაჩვენებია დიაგრამა, რომელიც ასახავს Shopify-ს მაღაზიის დაკავშირების შესაძლებლობას სხვადასხვა ონლაინ მარკეტფლეისთან, როგორიცაა Amazon, Walmart, eBay და Etsy.

აღმოაჩინე სხვადასხვა მარკეტფლეისი

იპოვე სხვა პოპულარული მარკეტფლეისები Shopify App Store-ში.

სოციალური მედია

გამომწერებიდან მომხმარებლებამდე

გაყიდე ყველაზე პოპულარულ სოციალურ პლატფორმებზე, ააშენე ბრენდის ლოიალობა და მარტივად მართე ეს ყველაფერი Shopify-ში.

დაასინქრონიზე პროდუქტები, რათა გამოიყენო გაყიდვების მძლავრი ინსტრუმენტები Facebook-სა და Instagram-ზე.
დააინსტალირე Facebook-ისა და Instagram-ის აპი 
გაზარდე გაყიდვები კრეატიული კონტენტით, რომელიც იზიდავს მომხმარებელთა ახალ თაობას TikTok-ზე.
დააინსტალირე TikTok აპი 
დაეხმარე მაყურებელს, აღმოაჩინოს პროდუქტები და იშოპინგოს პირდაპირ შენი YouTube ვიდეოებიდან, მოკლე ვიდეოებიდან (Shorts) და პირდაპირი ტრანსლაციებიდან.
დააინსტალირე Google-ისა და YouTube-ის აპი 
Shopify-ს ადმინისტრატორის პანელის აბსტრაქტული ხედი. ფანჯრის მარცხენა ნაწილზე დადებულია Facebook-ის დასპონსორებული რეკლამა და TikTok-ის დასპონსორებული ვიდეო, ორივეზე გასაყიდი იასამნისფერი ჭიქაა ნაჩვენები. მარჯვენა მხარეს დადებულია დასპონსორებული YouTube ვიდეო და Instagram პოსტი პროდუქტის თეგით, ორივე იასამნისფერი ჭიქის პრომოუშენს წარმოადგენს.

აღმოაჩინე მეტი სოციალური არხი

დააკავშირე Shopify, რათა გაყიდო და განათავსო რეკლამა მეტ პოპულარულ სოციალურ არხზე, როგორიცაა Pinterest და Snapchat, პირდაპირ Shopify App Store-დან.

ონლაინ ძიება

დაეხმარე მომხმარებლებს, იპოვონ შენი პროდუქტები ყველგან ონლაინ

დაასინქრონიზე პროდუქტები Google-თან და აჩვენე ისინი უფასოდ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Search, Shopping, Images და Lens.

Google

გაყიდე Google-ის დახმარებით

აჩვენე შენი შეთავაზებები ყველას Google-ის მრავალ პლატფორმაზე პროდუქტების სინქრონიზაციით, მათი უფასოდ განთავსებითა და კამპანიების შექმნით. შემდეგ გააუმჯობესე შენი ROI Google-ის ინსაითების მეშვეობით და იწინასწარმეტყველე მომხმარებლის ქცევა ჩაშენებული AI-ით.

დაიწყე გაყიდვა არხებში

გამოსცადე Shopify უფასოდ და აღმოაჩინე ყველა ის ინსტრუმენტი და სერვისი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, სამართავად და განსავითარებლად გჭირდება.
დაიწყე უფასოდ, შემდეგ კი ისარგებლე 3 თვის განმავლობაში მხოლოდ $1-ად თვეში