მართე შენი მზარდი ბიზნესი

აამუშავე შენი ბიზნესი ბექ-ოფისის მართვის მძლავრი ხელსაწყოების ნაკრებით.
დაიწყეთ უფასოდ
დაიწყე უფასოდ, შემდეგ კი ისარგებლე 3 თვის განმავლობაში მხოლოდ $1-ად თვეში
პროდუქტის, მუზარადის, ნიმუში, რომლის ფონზეც ჩანს მთლიანი გაყიდვების გრაფიკი.

შეკვეთების ცენტრალიზებული მართვა

გაიმარტივე შეკვეთის შესრულება შეკვეთების ცენტრალიზებული მართვის დახმარებით

მიაწოდე პროდუქტები დანიშნულების ადგილას მარაგების, შეკვეთების, მათი შესრულებისა და მიწოდების გამარტივებული პროცესებით.
მოვაჭრე საკუთარ მაღაზიას Shopify აპის მეშვეობით მართავს.

მარაგების მართვა

დაზოგე დრო და ფული ხელსაწყოებით, რომლებიც გეხმარება მრავალ ლოკაციაზე შენი მარაგის მართვაში, კონტროლსა და გადატანაში.

შეკვეთების მართვა და შესრულება

უზრუნველყავი შეკვეთების დანიშნულების ადგილას უფრო სწრაფად მიტანა მიწოდებისა და შესრულების იმ მეთოდებით, რომლებიც შენთვის ყველაზე მოსახერხებელია.

დაბრუნება და თანხის დაბრუნება

გაზარდე მომხმარებლის ნდობა პროდუქტისა და თანხის დაბრუნების მარტივად სამართავი, უპრობლემო პროცესებით.
ისრით დაკავშირებული მოქმედების ორი უჯრა, რომლებიც ავტომატიზებული დავალებების სამუშაო პროცესს ასახავს.

ბიზნესის ავტომატიზაციის ხელსაწყოები

მოახდინე ბიზნესის მასშტაბირება მორგებული ავტომატიზაციების მეშვეობით

მარტივი ავტომატიზაციებიდან მრავალსაფეხურიან სამუშაო პროცესებამდე, Flow აავტომატიზებს განმეორებად დავალებებს, რათა შეძლო მთელი ყურადღების ბიზნესზე გამახვილება.
აღმოაჩინე Shopify Flow 

ანალიტიკა და ანგარიშგება

კომერციის ყველა ინსაითი, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის გჭირდება

გადახედე საკვანძო მეტრიკებს ერთი შეხედვით, ჩაუღრმავდი დამატებით ინსაითებს და დაამუშავე მონაცემები შენი სურვილისამებრ — ყველაფერი ერთ სივრცეში.

მზა ანგარიშები

აღმოაჩინე ტენდენციები და შესაძლებლობები მოთხოვნით მონაცემებსა და ანალიტიკაზე წვდომის საშუალებით.

მიმოხილვის დაფა

დაინახე სრული სურათი უფრო ნათლად. მიიღე წვდომა ათობით მეტრიკაზე შენი ბიზნესის ყველა საკვანძო ასპექტის მიხედვით.

მეტრიკები რეალურ დროში

მიიღე წვდომა შენი მაღაზიის მუშაობის დეტალურ მიმოხილვაზე ნებისმიერ მომენტში. ადევნე თვალი ტრაფიკს, წვდომას, შეკვეთებსა და შემოსავალს — ყველაფერს რეალურ დროში.

გაფართოებული ანალიტიკა

გამოითხოვე, გამოიკვლიე და გააანალიზე მონაცემები ნებისმიერ ანგარიშში ShopifyQL-ის გამოყენებით. ეს არის Shopify-ს მოთხოვნის ენა, რომელიც სპეციალურად კომერციისთვისაა შექმნილი.

Shopify აპი

Shopify-ს ძალა შენს ხელისგულზე

მართე ბიზნესი გადაადგილებისას - აკონტროლე პროდუქტები, გადახდები, მიწოდება და შეკვეთის შესრულება პირდაპირ ჩვენი აპიდან.
მობილური ტელეფონი მასზე გახსნილი Shopify აპით, რომელიც ონლაინ მაღაზიის პროდუქტების მარაგს აჩვენებს.

ანგარიშგება რეალურ დროში

შეინარჩუნე კონტროლი სადაც არ უნდა იყო - ტრაფიკის, გაყიდვებისა და კონვერსიების ზუსტი, მუდმივად განახლებული ანგარიშგებით.

დაამატე პროდუქტები

მარტივად დაამატე პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ატვირთე ახალი ან არსებული ფოტოები, დაარედაქტირე დეტალები, განსაზღვრე ფასები და მრავალი სხვა.

მართე მარაგი

მუდმივად აკონტროლე მარაგი, სადაც არ უნდა იყო. გამოიყენე შენი მობილური მოწყობილობა მარაგის სკანირებისთვის, გადასატანად და მისი ზუსტი რაოდენობის შესანარჩუნებლად.

შეასრულე შეკვეთები თავდაჯერებულად

კარდაკარ მიწოდება თუ ნებისმიერი სხვა ეტაპი — აღმოაჩინე შენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული შეკვეთის შესრულების საუკეთესო გადაწყვეტა Shopify App Store-ში.
პროდუქტების ფილების ბადე, რომლებიც მოიცავს Shop Pay-ს, გაყიდვების მეტრიკებსა და შეკვეთის შესრულების თვალის დევნებას.

ყველა ის ხელსაწყო, რომელიც შენი ბიზნესის განსავითარებლად გჭირდება

დაიწყე გაყიდვა Shopify-სთან ერთად დღესვე

გამოსცადე Shopify უფასოდ და აღმოაჩინე ყველა ის ხელსაწყო თუ სერვისი, რომლებიც შენი ბიზნესის წამოსაწყებად, სამართავად და გასაზრდელად გჭირდება.
დაიწყე უფასოდ, შემდეგ კი ისარგებლე 3 თვის განმავლობაში მხოლოდ $1-ად თვეში