უფასო ინსტრუმენტები

შექმენი მომსახურების საიმედო პირობები ჩვენი გენერატორით

შენი ვებსაიტის მომსახურების პირობების მორგებული პოლიტიკა

ვებსაიტის, კომპანიისა და მომხმარებლების დასაცავად, გამოყენების პირობები ნათელი, მარტივი და გასაგები ენით უნდა ჩამოაყალიბო. ჩვენი წესებისა და პირობების მარტივი შაბლონის საშუალებით, მომენტალურად შეგიძლია ბიზნესის მომსახურების პირობების მორგებული პოლიტიკის შექმნა.

მომსახურების პირობების უფასო პოლიტიკის გენერირების შემდეგ, მის სრულყოფამდე, კვლავ შეძლებ მის მორგებასა და კორექტირებას. დასაწყებად შეავსე ქვემოთ მოცემული მარტივი ფორმა.

მიიღე მომსახურების პირობების პოლიტიკა და Shopify-ს უფასო საცდელი პერიოდი

შეიყვანე შენი კომპანიის ინფორმაცია

ნაბიჯი 1 (2-დან)

ელფოსტის მითითებით ეთანხმები Shopify-სგან მარკეტინგული წერილების მიღებას.

შეიყვანე ვებსაიტის ინფორმაცია

ნაბიჯი 2 (2-დან)

მოცემული შაბლონები არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას და მათი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკას ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს და ის ასევე შესანიშნავი გზაა მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიღება

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

აამაღლე კეთილგანწყობა და დაარწმუნე მომხმარებლები, რომ მათი დანახარჯი ნამდვილად ღირს.

თანხის დაბრუნების პოლიტიკის მიღება

ხშირად დასმული კითხვები

წესებისა და პირობების პოლიტიკა (იგივე მომსახურების ან გამოყენების პირობები) იურიდიული დოკუმენტია, რომელიც კომპანიის დასაცავად იქმნება. ის მომხმარებლებს აცნობს მათ იურიდიულ ვალდებულებებს შენი სერვისით (მათ შორის, ვებსაიტებითა და მობილური აპლიკაციებით) სარგებლობისას.

წესებისა და პირობების პოლიტიკა კანონით არ მოითხოვება, როგორც, მაგალითად, კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თუმცა, იურიდიული დავის წარმოშობის შემთხვევაში, ის შეიძლება დაეხმაროს კომპანიას სასამართლოში.

წესებისა და პირობების პოლიტიკა, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, ხშირად ცალკე ვებგვერდია, რომელზე გადასასვლელი ბმულიც განთავსებულია ვებსაიტის ქვედა კოლონტიტულში. ქვედა კოლონტიტული დიზაინის უცვლელი ელემენტია, რომელიც ვებსაიტის ყველა გვერდზე ჩანს.

Shopify-ს პოლიტიკის გენერირების უფასო ინსტრუმენტი იურიდიული ექსპერტების მიერ შემუშავდა და შემოწმდა. თავად ინსტრუმენტის გამოყენება ძალიან მარტივია. დასაწყებად:

  1. შეიყვანე შენი ელფოსტა და კომპანიის მონაცემები
  2. დაელოდე შენზე მორგებული პოლიტიკის მიღებას ელფოსტაზე
  3. შეცვალე პოლიტიკა მოცემული რეკომენდაციების მიხედვით

პოლიტიკის გენერატორი უფასო ინსტრუმენტია, რომელსაც Shopify სთავაზობს ბიზნესებს, ანუ მისი გამოყენება სრულიად უფასოა. ამჟამად გთავაზობთ პოლიტიკის შემდეგ გენერატორებს:

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • თანხის დაბრუნების პოლიტიკა
  • წესები და პირობები